რა ბიზნესი დავიწყო?

    რა ბიზნესი დავიწყო?

    2306
    1

    რა ბიზნესი დავიწყო? რას გვირჩევთ? რა იმუშავებს? რა არის ეხლა ყველაზე სარფიანი ბიზნესი? ან კონკრეტულ ბიზნეს იდეასთან დაკავშირებით გთხოვენ, რომ ჩვენი მოსაზრებები, რჩევები ან შეფასებები ვუთხრათ.

    ჩვენც რაც შეგვიძლია ვპასუხობთ ან ზოგჯერ საერთოდ ვერც ვპასუხობთ და ხანდახან ვერიდებით კიდეც მოსაზრებების გამოთქმას. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთ იმ შეკითხვათაგანი რომელზეც, როგორც წესი, არ მაქვს სურვილი, რომ რაიმე ვუპასუხო. რატომ? იმიტომ რომ კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ კონკრეტული ბიზნესის დაწყება არ დაწყების გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული,  რომლის სიღრმისეული ანალიზის, გააზრების და შესწავლის გარეშე ღირებული რაიმეს თქმა ფაქტიურად შეუძლებელია.

    სხვები მოდიან, გვისმენენ, 1000-ჯერ ზომავენ, 10000-ჯერ აფასებენ, ფიქრობენ, მსჯელობენ და ასე გადის წლები. ბევრს ძალიან უჭირს ნაბიჯის გადადგმა, განსაკუთრებით მათ, რომლებიც საკმაოდ მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე მუშაობენ. ვერ რისკავენ, კიდევ ფიქრობენ, ხან ერთი იდეა აქვთ, ხან მეორე, ხან მეასე და კიდევ გადის წლები.

    ჩვენ კი ყველას ვეუბნებით: თუ გინდა, თუ გჯერა, თუ ფიქრობ, რომ ეს საქმე სასარგებლო იქნება ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის და ფიქრობ, რომ შეიძლება აქედან შემოსავლის მიღება –  უბრალოდ ადექი და დაიწყე. არ უნდა ბევრი ფიქრი და ზომვა. გინდა დაწყება? – ჰოდა დაიწყე.

    1 COMMENT

    1. ვეძებ კომპანიონს 5 ჰა მიწაზე აგრობიზნესისათვის.
      ოთხ ვარიანტს ვდებ განხილვისთვის.
      1)Последнее время широкое применение получили укрытия из фитозащитной сетки. Легкий металлический каркас соединенный стальными оцинкованными тросами, накрывается специальной фитозащитной сеткой, а растения подвязываются и формируются аналогично тому, как это делается в теплицах. Урожайность также приближается к тепличной.
      В чем смысл этой технологии? Экономическая эффективность. Например, помидоры в открытом грунте имеют урожайность 200-300 ц/га, а в таком сооружении 2000-2500 ц/га. Результат очевиден. Соотношение обрабатываемых площадей 1/10.
      ინტენსიური მებოსტნეობა ისრაელის ტექნოლოგიით. 2000–2500 ც– ჰაზე ჩვენთვის ჯერ ადრეა,მაგრამ 1000 და ზევით საწყის ეტაპზე რეალურია.

      2)სახელმწიფო პრ “დანერგე მომავალის” დახმარებით ხილის ან კაკლოვანების დარგვა.
      პროექტი ს.მ. საიტზე დევს,შეგიძლიათ გაეცნოთ დაწვრილებით.

      3) ინტენსიური მევენახეობა, 30 – 40 000 ლ. ტევადობის ქვევრის მარნით,საკუთარი ჩამოსხმით
      მარტო ვაზის ჩაყრასა და 3 წ. მოვლაში ფირმები ითხოვენ 7 – 8 000 ა.შშ. დ. ჰაზე. 5ჰაზე 40 000.
      კომპანიონი დადებს იმდენს, რამდენიც ღირს მიწა, დანარჩენს პაპალამ.

      4) სუფრის ყურძნის ჩაყრა, მიწისქვეშა საწყობის მოწყობით.ამ ჯიშების მსხმოიარობა თითქმის 2 ჯერ მეტია ვიდრე რქაწითელის.

      ეს ძალიან მოკლედ.
      პირველი ვარიანტის გარდა,ცოტა მოცდაა საჭირო უკუგებისთვის, მაგრამ დაფიქრდით,მცირე ინვესტიციით,
      რა რენტაბელობა ექნება ბიზნესს. ხო, პერსპექტივაში ყველგან უნდა იყოს გათვალისწინებული მინი საწარმო..
      tel. 574 00 35 36
      დამეხმარეთ ინვესტორის მონახვაში პატივისცემით ნუგზარ ლაშხია

    Comments are closed.