სტარტაპერის საგა

    სტარტაპერის საგა

    1990
    3

    ერთხელ ჩემმა მეგობარმა  ვიდეოს ლინკი გადმომიგზავნა. მახსოვს თავის დროზე რამდენად დიდი მოტივაცია მომცა და დამეხმარა წინააღმდეგობების გადალახვაში ეს რგოლი. ის ერთდროულად მამოტივირებელი, მხიარული და  ძალიან სევდიანად რეალისტურია. ზუსტად გადმოსცემს მოვლენებს და  ემოციას.
    შესაძლოა, ახლა ზუსტად ის მომენტია, როდესაც თქვენ ის გჭირდებათ. ის შეიძლება ბევრ სხვა ადამიანსაც დახმარებოდა თავის დროზე და დროულად…

    …თუ დავუკვირდებით გაუჩნდება თუ არა ვინმეს ბიზნეს იდეა მაშინვე გარშემო გაჩნდება უამრავი ადამიანი რომლებიც ბევრი დამაჯერებელი არგუმენტებით დაიწყებს იმის მტკიცებას თუ რატომ არ  ვარგა და არ იმუშავებს.  სხვა ბევრი წინააღმდეგობაც სწრაფად იჩენს თავს. თუმცა ამბობენ,  ყველა გარეშე ფაქტორი არაფერია იმ ბრძოლასთან შედარებით რაც შეიძლება  თქვენს გონებაში თქვენს თავთან დაიწყოს. გამოვა? რომ არ გამოვიდეს? იქნებ ვცდები? და მსგავსი კითხვები ბევრი გაჩნდება…

    გამიგია და გამოცდილებაც აჩვენებს,  როდესაც ადამიანი რაიმე კარგის გაკეთებას განიზრახავს უამრავი დაბრკოლება ეღობება წინ. ამ გზაზე ზოგი თავს ანებებს, ზოგიც დროებით გადადებს, ზოგი კი ბოლომდე იბრძვის გამარჯვებისთვის. ასე რომ თუ გაქვთ ბიზნეს იდეა და აპირებთ გადადგათ ნაბიჯები, ან უკვე გადადგით და პირველ პრობლემებს შეეჯახეთ –  უყურეთ ამ ვიდეოს და დაამარცხეთ წინააღმდეგობები…

    გისურვებთ წარმატებებს.

    3 COMMENTS

    1. Bizneskontaktshi movismine tqveni interview var dainteresebuli Msurs piradi konsultacia.gtxovt shematyobinot rogor da rodis meqneba amis sashualeba.?

    2. გამარჯობა, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე, ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე.
      ტელ: 571 22 49 14
      ელ-ფოსტა: jaba@startbs.ge

    3. გამარჯობა,
      როგორი კეთილგანწყობილი კლიპია <3 მადლობ სტატიისათვის

    Comments are closed.